ფორუმზე სასურველი კადრების შერჩევას დამსაქმებლებიც ცდილობენ
დასაქმების ფორუმზე განსაკუთრების ყურადღება სოციალურად დაუცველებზე და საპატიმროებიდან განთავისუფლებულ პირებზე გაკეთდება, - ამის შესახებ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა სოფრომაძემ განაცხადა: "სამუშაოს მაძიებლების მხრიდან ფართო სპექტრია წარმოდგენილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი სოციალურად დაუცველი ადამიანების და სასჯელაღსრულების სისტემიდან, საპატიმროებიდან ახლადგამოსული ადამიანების დასაქმებაა", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
"მოვედი, რომ ვიპოვო სამსახური, ვარ სოციალურად დაუცველი. ჩემთვის სამუშაოს პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაქვს რამდენიმე სფეროში წარსადგენად მონაცემები და ველოდები, როდის დაიწყება გასაუბრება და მომიწევს ჩემი რიგი", - განუცხადა "ნიუპრესს" ქეთი ტატულოვმა.
დასაქმების მსურველებიდან სასურველი კანდიდატების პოვნას დამსაქმებლებიც იმედოვნებენ. ფორუმზე რამდენიმე ადგილობრივი დამსაქმებელია წარმოდგენილი. მათ შორისაა „ნაზარაშვილის საოჯახო მედიცინის კლინიკა“ და „ქუთაისის მოზრდილთა მეხუთე პოლიკლინიკა: " ჩვენ გვჭირდება ორი კადრი, უროლოგის და ტრამვატოლოგის. ისე ვერ ვიზამთ, რომ ავიყვანოთ და მერე ვასწავლოთ, რა თქმა უნდა. აქ ადამიანის სიცოცხლესთან გვაქვს საქმე. ამიტომ უნდა იყოს გამოცდილი და კვალიფიციური კადრი. ვნახოთ, რამდენად ვიპოვით დღეს ასეთ ადამინს", - განაცხადა კლინიკის დირექტორის მოადგილემ დავით ჯიბლაძემ.
სამი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობაზე ისაუბრა “ნაზარაშვილის კლინიკის" დორეტორმა: "მნიშვნელოვანი ფორუმია, განსაკუთრებით მაშინ როცა დამსაქმებელი მოტივირებულია ახალი კადრების შერჩევაში. სამი ადამიანი გვჭირდება, რომელიც იქნება შესაფერისი და ნორმალური კადრი",- განაცხადა მერაბ კვიცარიძემ.
დასაქმების მსურველთა უმეტესი ნაწილი ამ დროისათვის დამსაქმებელთან შესახვედრად საკუთარ რიგს ელოდება.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















