"ქალაქში ტურისტების მოძრაობა არ უნდა იყოს ქაოტური"
საკრებულოს დეპუტატი ზაზა ლომინაძე ბიუჯეტში გათვალისწინებულ იმ ცვლილებას გამოეხმაურა, რომელიც ტურიზმის განვითარებისთვის 15 ათასი ლარის გამოყოფას გულისხმობს. დეპუტატმა ითხოვა მომხსენებლისგან კონკრეტიკა, თუ რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხა. "რა იგულისხსმება ამ თანხაში. არ არის ქალაქში გიდი, მოუწესრიგებელია ფირნიშები. თუ შევალთ ინტერნეტში და ვნახავთ, რას წერენ ტურისტები ჩვენზე, შეგვრცხვება. ტურისტები მოძრაობა არ უნდა იყოს ქაოტური",- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
დეპუტატს მერის პირველმა მოადგილემ კოტე ქავთარაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ დაგეგმილია ფირნიშების მოწყობა.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















