"C ჰეპატიტზე" გამოკვლევის ხარჯების ნაწილს ქუთაისის მერია დააფინანსებს
ქუთაისში სოციალურად დაუცველი ის ადამიანები, რომელთა ქულაც 70 ათასზე ნაკლებია "C ჰეპატიტის" ელიმინაციის პროგრამაში უფასოდ ჩაერთვებიან.
ქუთაისის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ჯანდაცვის პროგრამას 40 ათასი ლარი დაემატა: "70 ათას ქულაზე ნაკლები ვისაც აქვს, მათ სახელმწიფო კვლევისათვის 70 პროცენტს უფინასებს, 30 პროცენტს თავად იხდიან. მაგრამ ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამოყო 40 ათასი ლარი და ეს ადამიანები სრულიად უფასოდ ჩაიტარებენ კვლევას, ხოლო მედიკამენტები ისედაც უფასოა,"- განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თეიმურაზ ნადირაძემ.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















