|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერს „მედიატორი“ ნეპოტიზმში ადანაშაულებს

    არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორი“ ქუთაისის მერიაში  ნეპოტიზმის ფაქტებზე საუბრობს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ მის დაქვემდებარებაში არსებულ თვითმმართველობაში ახლობლები დაასაქმა. კერძოდ კი მამა, ბიძა, ნათელმირონები და კლასელები.

„ჩვენ მერიაში ნეპოტიზმის ფაქტების გამოსავლენად კვლევა ჩავატარეთ, როგორც ჩანს, ეს საკითხი აქტუალურია. აღმოვაჩინეთ მრავალდასაქმებული შოთა მურღულიას ნათესავები. მოვუწოდებთ მერიას, თუ არ გაითვალისწინებს ჩვენს შენიშვნებს, მოჰყვება სათანადო რეაგირება მასობრივი გამოსვლებით“,-განაცხადა „მედიატორის“ წარმომადგენელმა თათია ბოჭორიშვილმა.

„მედიატორის“ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ მერიაში. ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, ქალაქში ახალი ჯამბაზები გამოჩნდნენ, რომლებიც სიცრუის პროპაგანდას ეწევიან.

„ქალაქში ახალი ჯამბაზები გამოჩნდნენ. „თავისუფალმა ზონამ“  ვერ გაამართლა და ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორი" დააფუძნეს, მაგრამ ესეც ისეთივე კრახით დაასრულებს, რადგან სიცრუით ტირაჟირებენ. აღნიშნული ინფორმაცია მათ ერთი თვის წინ გააჟღერეს, თუმცა არავინ გამოეხმაურათ, ვერავინ აიყოლიეს, დღეს ხელმეორედ  დაიწყეს სიცრუის ტირაჟირება. რაც შეეხება დასახელებულ ფაქტებს, არის სიცრუე. მერის მამა 15 წელი მუშაობს მერიაში, ასევ ბიძა, წლებია მთავარი ექიმია, კოტე ქავთარაძეს კი მერთან ნათელმირონობა არ აკავშირებს“,-განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

                                                                                                                                                                                                        

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა