ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევისას 4 ავტომანქანა დაზიანდა
ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ემელის" მარკის ავტომანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა და რესტორანი "ძველი ქალაქი" წინ, ბორდიურზე ავარდა. როგორც თვითმხილველებმა "ნიუპრესს" განუცხადეს, დაზიანებულია 4 მსუბუქი ავტომობილი, ასევე ღამის განათების 6 ბოძი.
"საჭესთან 17 წლის ახალგაზრდა იჯდა. მაღალი სიჩქარის გამო საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ზედიზედ 6 ბოძი მოთხარა. ასევე რესტორანთან გაჩერებული მსუბუქი ავტომანქანებიც დაამტვრია. დაშავებულია რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს",- განაცხადა თვითმხილველმა მადონა კვანტალიანმა.
შსს განცხადებით, აღნიშნული ფაქტი მსუბუქ კატეგორიას განეკუთვნება და ადმინისტრაციულ დანაშაულად შეფასდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















