|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "უსაფრთხოების კუნძულზე" მანქანა ამოყირავდა

ქუთაისში,  "უსაფრთხოების კუნძულზე" მანქანა ამობრუნდა. შემთხვევა ზ. გამსახურდიას და ი. აბაშიძის ქუჩების  კვეთაზე მოხდა.  შეჯახების გამო მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება ერთ ადამიანს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, ახალგაზრდა მამაკაცმა მოხვევის დროს საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ე.წ "კუნძულზე" ავარდა და გადმოტრიალდა.

"დაჯახების ხმა რომ გავიგონე, გამოვიხედე და გაოგნებული დავრჩი. ბეწვზე გადარჩა მძღოლი. ამ კუნძულების გამო ძალიან გახშირდა ავარიები", - განაცხადა  თვითმხილველმა  ნოდარ იობიძემ. 
შსს განცხადებით, აღნიშნული ფაქტი მსუბუქ კატეგორიას განეკუთვნება და ადმინისტრაციულ დანაშაულად შეფასდა. გამოძიება 125-ე მუხლის მე- 10 პუნქტი მიმდინარეობს. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა