|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასაქმებულთა უფლებებს შრომის ინსპექტორები დაიცავენ

დასაქმებულთა უფლებებს შრომის ინსპექტორები დაიცავენ. 2016 წლიდან დასაქმებულებს 25 შრომის ინსპექტორი გააკონტროლებს,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა ელზა ჯგერნაიამ ისაუბრა. „შრომის ინსპექციის დეპარტამენტი უკვე შეიქმნა და შესაბამისად, ამ დეპარტამენტისთვის არა მხოლოდ საკანონმდებლო თვალსაზრისით მიდის მუშაობა, არამედ კადრების დაკომპლექტებითაც“, - განაცხადა ელზა ჯგერნაიამ.

სანამ ინსპექტორების დასაქმებულებს გააკონტროლებენ, მანამ მათ სამინისტრო გადაამზადებს. შრომის ინსპექტორებს ტრენინგს უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები ჩაუტარებენ.

  "დაიწყო შრომის ინსპექტორების გადამზადება და გაგრძელდება 1 კვირის მანძილზე. ერთკვირიანი ტრენინგი საკმარისი არ არის ეს არის საწყისი და ეტაპობრივი პროცესი. პირველი ეტაპისთვის, რომელიც პროგრამის ფარგლებში არის დაგეგმილი, ეხება შრომის უსაფრთხოების ნორმებს",- განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა ელზა ჯგერნაიამ. 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა