|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დონალდ ტუსკი საქართველოს ეწვევა

ვეროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი 14 ივლისს საქართველოს ეწვევა.  პირველი შეხვედრა ბათუმში გაიმართება. გიორგი მარგველაშვილი და დონალდ ტუსკი ერთმანეთს პირისპირ,  გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან,  რის შემდეგაც საქართველოს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. “14 და 15 ივლისს დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში ეს არის დონალდ ტუსკის პირველი ვიზიტი ქვეყანაში . ვიზიტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებების ფონზე, რომელიც ორი დღის წინ საოკუპაციო ზოლის კიდევ ერთხელ გადმოწევას უკავშირდება. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ყველა საერთაშორისო შეხვედრა იწყება ამ საკითხების განხილვით და, ბუნებრივია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული და ორი დღის წინ შექმნილი ვითარება, საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. შეხვედრისას ასევე განიხილავენ საკითხების ფართო სპექტრს, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, ასოცირების დღის წესრიგის შესრულებას, და ზოგადად, რიგის სამიტის შედეგების იმპლემენტაციასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უკავშირდება“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტუსკი შეხვედრებს თბილისშიც გამართავს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 16 ივლისს დასრულდება.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა