ქუთაისში მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს
ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარედ მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს.
ფაქტის შესახებ მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსმა დავით გოგრიჭიანმა განაცხადა, რომ ტერიტორია
მერიის ბალანსზე არ იყო და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებას წარმოადგებდა. სამინისტრომ კი
ერთ–ერთ კომპანიას მიასხვისა.
ხეების მოჭრას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. მათი თქმით, ადგილზე სკვერის მოწყობას ითხოვდნენ, ამის სანაცვლოდ კი ტერიტორია გასხვისდა და ხეები მოიჭრა.
"ჩვენი ბავშვები ნაგვის ურნებზე თამაშობენ, რადგან არა გვაქვს ეზო. მივმართეთ მერიას, აღნიშნულ ადგილზე სკვერი მოეწყოთ. არავინ მოგვაქცია ყურადღება. დღეს კი მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს. კორპუსის მშენებლობას აპირებენ", – განაცხადა თეონა კლდიაშვილმა.
ვის საკუთრებაშია ტერიტორია და ჰქონდა თუ არა მას ხეების მოჭრის
ნებართვა, "ნიუპრესი" საკითხზე მუშაობას აგრძელებს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















