"ნეგატიურად ვაფასებ, რაც ხდება ადმინისტრაციულ საზღვართან"
ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის ფაქტზე კომენტარი გააკეთა. „მე მგონია, რომ არ არსებობს საქართველოში ადამიანი, ვინც ამ ფაქტს არ უყურებს ძალიან ნეგატიურად. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამისა, საუბარს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ამ საუბარში შესაბამისი ტონი და ინტონაცია უნდა იქნას დასმული. კიდევ ერთხელ ვამბობ, უკიდურესად ნეგატიურად ვაფასებ იმას, რაც ხდება ადმინისტრაციულ საზღვართან, ამ ფაქტს შესაბამისი შეფასებები მიეცა უკვე და კიდევ მიეცემა“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ამ თემაზე უახლოეს დღეებში კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში გაიმართება მსჯელობა, რის შემდეგაც უფრო კონკრეტული განცხადებები გაკეთდება.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















