|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქვეწარმავლებთან ბრძოლას უამინდობა აფერხებს

უამინდობა ქვეწარმავლების წინააღმდეგ  სადეზინფექციო სამუშაოებს ხელს უშლის. ამის შესახებ "ნიუპრესს" სადეზინფექციო სამსახურის ხელმძღვანელმა რუსუდან ხაჭაპურიძემ განუცხადა. მისი თქმით, 11 გამოძახებაზე გასვლა წვიმიანი ამინდების გამო ვერ მოხერხდა. სადეზინფექციო ჯგუფი სამუშაოებს ამინდების გაუმჯობესებისთანავე შეუდგება: „ დღეს უნდა გავსულიყავით გამოძახებებზე, მაგრამ უამინდობის გამო ვერ ვახერხებთ. სულ 11 ობიექტზე ვართ მისავლელი. ამ შაბათ-კვირას სამი შეტყობინება შემოვიდა. მოქალაქეები გვიკავშირდებიან ნიკეასა და ავტოქარხნის, ასევე გორისა და ჭომის დასახლებებიდან“,- განაცხადა რუსუდან ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, მათ მოქალაქეები ცხელი ხაზის ამოქმედებამდეც მიმართავენ. სადეზინფეციო სამუაოებს სადეზინფექციო სამსახურთან ერთად მერიის ინსპექტირების სამსახურიც ესწრება. კარგი ამინდის შემთხვევაში ჯგუფი გამოძახებებზე ხვალაც გავა. 

ქუთაისში ქვეწარმავლების წინააღმდეგ "ცხელი ხაზის"  გასულ კვირაში ამოქმედდა. მოსახლეობა საწიროების შემთხვევაში ადრეც უკავშირდებოდა, თუმცა მაშინ მომსახურების საფასური 50 ლარს შეადგენდა, ახლა კი უფასოა.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა