|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "უსაფრთოების კუნძულებს" "ფოსფორით" შეღებავენ

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის ქუთაისში, უსაფრთხოების კუნძულთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ზვიად გამსახურდიასა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების გადაკვეთასთან არსებულ სკოლასთან ავტოავარია არაერთხელ მომხდარა და კუნძულიც სავალალო შედეგის თავიდან ასაცილებლად კეთდება.

"გვინდა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ქალაქ ქუთაისში აღნიშნული კუნძულების მოწყობის უმთავრესი მიზანი მოწესრიგებული მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების დაცვაა. მოსახლეობისა და ავტომფლობელთა საყურადღებოდ ვაცხადებთ, რომ უსაფრთხოების კუნძულები ფოსფორის შემცველი საღებავით შეიღებება, რაც მათ ღამის საათებშიც ხილვადს გახდის. უსაფრთხოების კუნძულები ყველა დიდ ქალაქშია. გამონაკლისს წლების მანძილზე ქუთაისი წარმოადგენდა. მოვუწოდებთ მძღოლებს, იმოძრაონ შესაბამისი სიჩქარით, ვინაიდან მათ მიერ სიჩქარის გადაჭარბება მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის", - ნათქვამია განცხადებაში. 



ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა