ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი გადაიდო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის ვიზიტი გადაიდო. საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე საუბარია ვიზიტის გარკვეული ვადით გადადებაზე და ამჟამად დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში 14 ივლისს უნდა ჩამოსულიყო. ვიზიტის პირველ დღეს ბათუმში დაგეგმილი იყო შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან, 15 ივლისს კი, თბილისში შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული პრესკონფერენციის მიხედვით, დონალდ ტუსკი ხურვალეთში ჩასვლას და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების ადგილზე გაცნობას გეგმავდა. როგორც ცნობილია, დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში საბერძნეთის კრიზის გამო გადაიდო.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















