|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხელისუფლებას ქამრის ფუნქცია დაავიწყდა"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებებს აპროტესტებს, რომელიც საკრებულოს წინა, რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს. მისი თქმით, ქუთაისმა საბიუჯეტო ცვლილებების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეკვეცის ხარჯზე მოახდინა. "2015 წელში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ფაქტიურად, 4 695 ათასი ლარით, ანუ 24 პროცენტით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, ეს ნიშნავს 24 პროცენტით ნაკლებ დაგებულ გზებს, 24 პროცენტით ნაკლები ღვარსადენების მოწესრიგებას და გამწვანებულ ქალაქს", - განაცხადა ბესო ბრეგაძემ.
საკრებულოს დეპუტატის თქმით, თანხა მოაკლდა პროგრამა "კორპუსსაც". ბრეგაძე აცხადებს, რომ საბინაო სამსახურში მიდიან მოქალაქეები განცხადებებით და
თანხის უქონლობის გამო მათ უარს ეუბნებიან. ივლისის თვეში ქუთაისის საკრებულომ ცვლილებები განახორციელა და ინფრასტრუქტურული პროექტები 1 034,3 ათასი ლარით შეამცირა. ბრეგაძის თქმით, "ხელისუფლებას ქამრის ფუნქცია დაავიწყდა" , რადგან წესით, "ქამრების შემოჭერა" ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ უნდა შეხებოდა.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა