ჟურნალისტებმა საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქცია გამართეს
ჟურნალისტებმა საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქცია გამართეს.
მედიის წარმომადგენლებმა ხურვალეთი-ორჭოსანის მონაკვეთზე გადმოწეული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ამოაძვრეს, ფეხქვეშ გათელეს და ხევში მოისროლეს. პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია.
როგორც მასმედიიის წარმომადგენლები ამბობენ, ისინი ყველგან მივლენ, სადაც აღნიშნული ბანერი გამოჩნდება და მსგავს ქმედებას ჩაიდენენ.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს. გარკვეულ მონაკვეთზე, ბაქო-სუფსის მილსადენის ორი მონაკვეთი - დაახლოებით, 1600 მეტრი საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ მოექცა.
ჟურნალისტების აქცია 2014 წლის 28 სექტემბერსაც გაიმართა, მაშინ მედიის წარმომადგენლებმა სოფელ დვანში მცოცავი ოკუპაცია და ე.წ. საზღვრის დემარკაცია გააპროტესტეს.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















