"ზესტაფონში დარღვევები არაა, რადგან არაფერი კეთდება"
ზესტაფონის საკრებულოს დეპუტატი ზესტაფონის თვითმმართველობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრმა გივი თუთბერიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზესტაფონში შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ხელისუფლების უმოქმედობაზე ისაუბრა.
"ზესტაფონში დარღვევები არ არსებობს, რადგან არაფერი კეთდება. სადაც არაფერი კეთდება, იქ დარღვევებიც ვერ იქნება. წყალკანალის, დასუფთავების, ინფრასტრუქურის პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო, არ დაწყებულა. სახელმწიფო ეფექტურად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. ხდება ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვა. მე არ ვარ პროკურორი, რომ ამას კორუფცია ვუწოდო, მაგრამ დავინახეთ, დააპატიმრეს ზესტაფონის დასუფთავების სამსახურის უფროსი, რომელსაც 53 000 ლარის გაფლანგვის ბრალდება წაუყენეს. მე ვიყავი ერთადერთი, რომელმაც ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირე, რადგან ვთვლი, რომ დასუფთავების სამსახურს 1 340 000 ლარი არ უნდა ჰქონდეს, რადგან დასუფთვების პრობლემა კვლავ მწვავედ დგას ქალაქში",–განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა გივი თუთბერიძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















