ქუთაისის მერია ოპოზიციას კომპეტენციას უწუნებს
,,ფინასური აბსურდის თეატრი -
98%", ასე ეხმაურება ქუთაისის მერია ოპოზიციის ბრალდებას. საკრებულოს
"ნაციონალმა" დეპუტატმა ბესიკ ბრეგვაძემ მერია ქალაქის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ხარჯების
შემცირებასა და ბიუჯეტის უცოდინრობაში დაადანაშაულა. სპეციალურ
განცხადებაში, რომელსაც მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური ავრცელებს, დეტალურადაა განხილული
საბიუჯეტო საკითხები. ბრალდების საპასუხოდ მერია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს არაკომპეტენტურობის თავიდან ასაცილებლად "სპეციალისტების" დახმარებისაკენ მოუწოდებს.
„აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამ მერიას საშუალება მისცა არ დამდგარიყო რისკის ქვეშ არც ერთი პროგრამა და დაეფინსებინა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ,,ტორპედო ქუთაისისა" და ,,საკალათბურთო კლუბ ქუთაისი
2010"-ის სეზონისწინა მოსამზადებელი და 2015 წლის ბოლომდე არსებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ალბათ, ყველაზე მეტად ,,ნაციონალური მოძრაობა" სწორედ ამ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ქუთაისის მერია მიუხედავად, ზოგადად, ფინანსური რესურსების სიმწირისა, წარმატებით აფინანსებს მისთვის ასეთ მნიშნელოვან საკითხებს ბიუჯეტის ყოველგვარი პრობლემის გარეშე შესრულების ფონზე. ,,ნაციონალური მოძრაობამ" მის მიერ გაჟღერებულ ,,ინფორმაციას" უწოდა 24%, ჩვენ მათ ვურჩევთ უკეთ ოპონირებისთვის პირველ რიგში, აიყვანონ შესაბამისი კომპეტენტური სპეციალისტები, ჩვენ მათ მიერ გაჟღერებულ ,,ინფორმაციას" ვუწოდებთ - ,,ფინანსური აბსურდის თეატრს - 98%"-აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















