საგამოცდო პროცესში პედაგოგები ჩაერთვნენ
დღეს საგამოცდო პროცესში პედაგოგები ჩაერთვნენ. გამოცდას ფიზიკის, ბიოლოგიის, სამოქალაქო განათლებისა და სახვითი ხელოვნების მასწავლებლები აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, არ დაფიქსირებულა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა. გამოცდაზე არ გამოცხადდა დარეგისტრირებულ აპლიკანტთა (2226) 33 პროცენტი, რაც წინა წლების მაჩვენებლის ანალოგიურია. სულ გამოცდებს 17 ათასზე მეტი პედაგოგი აბარებს. საგნობრივი გამოცდა მათთვის სავალდებულოა. გამოცდა არ ეხებათ უკვე სერთიფიცირებულ პედაგოგებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის თქმით, წელს გამოცდას საინფორმაციო ტექნოლოგიის მასწავლებლებიც ჩააბარებენ. "წელს გამოცდას ჩააბარებენ საინფორმაციო ტექნოლოგიის მასწავლებლები. საინტერესო გამოცდა იქნება, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება და იმედია, გაართმევენ თავს", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















