ქუთაისის ააიპებში ატესტაციის ჩატარების პირობები ცნობილია
ქუთაისის მერიამ ააიპებში
ჩასატარებელი ატესტაციის ბრძანებულება გამოსცა. ატესტაციის გავლის მსურველებს 100 ქულიან ტესტზე მოუწევთ პასუხების გაცემა. გამსვლელი ზღვარი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, მინიმუმ 50, ხოლო მაქსიმუმ 75 პროცენტის ფარგლებში იქნება. ტესტირებითვის განკუთვნილია 4 საათი. “თუ მონაწილე ტესტირებისთვის გამოყოფილი დროის განმავლობაში ვერ მოასწრებს
ყველა
დავალებაზე
პასუხის
დაფიქსირებას,
ტესტური
დავალება
შეფასდება
მის
მიერ
გაცემული
პასუხების
რაოდენობის
მიხედვით.
პასუხგაუცემელი
ტესტი
შეფასდება
0 ქულით. ტესტირების
დროის
ამოწურვის
შესახებ
მონაწილეები
მეთვალყურისაგან
მიიღებენ
ორ
გაფრთხილებას:
ტესტირების
დროის
დამთავრებამდე
60 წუთით
ადრე
და
30 წუთით
ადრე“,
- ნათქვამია მერის ბრძანების თანდართულ ინსტრუქციაში.
ამავე ინსტრუქციის თანახმად, ტესტირება
ტარდება
ელექტრონულად,
სპეციალური
კომპიუტერული
პროგრამის
გამოყენებით.
თუ
ტესტირების
მიმდინარეობისას,
მონაწილეს
ტექნიკური
პრობლემის
გამო,
გარკვეული
დროის
განმავლობაში
ხელი
ეშლება
ტესტზე
მუშაობაში,
მას
მიეცემა
დამატებითი
დრო
ტესტის
დასასრულებლად.
ტესტი
მოიცავს
50 ტესტურ
დავალებას
საქართველოს
კანონმდებლობიდან
და
50 ტესტურ
დავალებას
უნარ-ჩვევების
ნაწილიდან. „ტესტირების მიმდინარეობისას, ტესტირების მონაწილეს
უფლება
აქვს
გააპროტესტოს
დაწესებულების
უფლებამოსილი
პირის
მოქმედება.
მონაწილის
საჩივარს
დაუყოვნებლივ
იხილავს
საჩივრების
განხილვაზე
უფლებამოსილი
პირი.
საჩივართან
დაკავშირებით
გადაწყვეტილება
მიიღება
ერთპიროვნულად“,
- ნათქვამია განცხადებაში.
ააიპებში მოსალოდნელი ატესტაციის გადავადებას სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელები ითხოვდნენ.

ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















