|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მცხოვრებ დევნილებს სამუშაო იარაღები გადასცეს

ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობაში  მცხოვრებ დევნილებს  "USAID"-ს პროგრამის "NEO"-ს ფარგლებში  ყველა სახის სამუშაო იარაღი გადასცეს.  სამუშაო იარაღები 4 ათასი ლარის ღირებულებისაა.  პროგრამის  მიზანი შენობაში მცხოვრები ადამიანების დასაქმებისათვის ხელშეწყობაა. პროგრამის ორგანიზატორების თქმით, ეს იარაღები დამატებითი შემოსავლის წყაროდ  უნდა იქცეს, ასევე  გამოიყენონ  შენობის მოვლისთვის.

"ძალიან მნიშვნელოვანია არსებული ინვენტარის დევნილებისთვის. მათ მიეცათ შესაძლებლობა უკეთ მოუარონ  შენობას. ასევე სამუშაო იარაღები, შესაძლოა, მათთვის  დამატებითი შემოსავლის წყარო  გახდეს. ეს ნივთები, რაც USAID-ის დაფინანსებით გადაეცათ დევნილებს, ძალიან გამოადგებათ  შემდეგი განვითარებისთვის",-განაცხადა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის  და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილემ გიორგი ქორიძემ.

"ძალიან გაგვეხარდა ჩვენს მიმართ გამოჩენილი ყურადღება, რისთვისაც  მადლობას ვუხდით პროექტის ორგანიზატორებს. ეს საყოფაცხოვრებო ნივთები ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გამოგვადგება", - განაცხადა დევნილმა სოსო კვარაცხელიამ.


ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა