|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იეჰოვას მოწმეებმა" თერჯოლის გამგეობას სასამართლო დავა მოუგეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობასა  და "იეჰოვას მოწმეების", არარეგისტრირებულ კავშირს "თერჯოლა" შორის სასამართლო დავა დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც "იეჰოვას მოწმეებს" თერჯოლაში, კინოთეატრის გვერდით მშენებლობის ნებას რთავდა, მოწინააღმდეგეებმა გააპროტესტეს.

სააპელაციო სასამართლომ "იეჰოვას მოწმეების" სასარგებლო განაჩენი გამოიტანა, რის მიხედვითაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას  მშენებლობაზე ნებართვის გაცემის ვალდებულება დაეკისრა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანი მხარის მოთხოვნა და გამგეობას მორალური ზარალისთვის 5000 ლარიანი ჯარიმა არ შეუფერდა.  რაც შეეხება მატერიალურ ზიანს, გამგეობამ მომჩივანს 1 420 ლარი უნდა გადაუხადოს. როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტმა ნინო გაბრიაძემ "ნიუპრესთან" საუბარში აღნიშნა, ამ დროისათვის უცნობია, გამგეობა განაჩებს უზენაესს სამსამრთლოში გაასაჩივრებს თუ არა.

მართლმადიდებლებსა და "იეჰოვას მოწმეებს" შორის დავა გასულ წელს დაიწყო. თერჯოლის მცხოვრებლთა ნაწილი ქალაქის ცენტრში "იეჰოვას მოწმეთა" დარბაზის მშენებლობას აპროტესტებდნენ. მუნიციპალიტეტის გამგეობამ დავის მოსაგვარებლად იეჰოვას მოწმეებს ალტერნატიული ფართი შესთავაზა, თუმცა ისინი შეთავაზებულ ფართზე უარს აცხადებენ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა