"საბას" ნომინანტები ცნობილია
ლიტერატურული პარემიის "საბა" ნომინაციები და ნომინანტები ცნობილია. რვა ნომინაციიდან ერთ-ერთია ნომინაცია "საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი", რომელზეც ოფიციალურად წარადგინეს ქუთაისელი ცოტნე ცხვედიანი, ნაწარმოებით "ქალაქი და წმინდანები".
ამავე ნომინაიაში წარდგენილია "ნიუპრესის" კიდევ ერთი სტუმარი ბექა ადამაშვილი, თავისი "ბესტსელერით". "საერთოდ მწერლობას არ ვაპირებ, რადგან ბევრი წერს ჩემზე კარგად. რა თქმა უნდა, გამიხარდა, რომ ნომინანტებს შორის მე და ჩემი ნაწარმოები მოვხვდით. მინდა წარმატეტები ვუსურვო ყველას,"- აღნიშნა ცოტნე ცხვედიანმა.
ამავე ნომინაციაში წარდგენილი არიან:აბო იაშაღაშვილი, ოსმალური მარში (დიოგენე);
გიორგი წიკლაური, პიტერ აკროიდის "ლონდონი", თარგმანი (აზრი)
ივა ფეზუაშვილი, ვცადე (ინტელექტი)
ოთარ ჯირკვალიშვილი, კანფეტი (სიესტა).
ლიტერატურული პრემია "საბა" 2003 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენაა.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















