ჟურნალისტებს ხურვალეთის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ
სამართალდამცველები ჟურნალისტებს ხურვალეთის და წითელუბნის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. მიზეზად პროვოკაციების თავიდან აცილება სახელდება. სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დამატებითი ძალები არ არის გამოყვანლი.
ხურვალეთის მოსახლეობის ნაწილი აღნიშნავს, რომ სოფელში ცუდი ვითარებაა უსაფრთხოების კუთხითაც და ამასთან ერთად აქვთ სოციალური პრობლემებიც. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან, ადგილობრივების გარდა, უცხო პირებს არ შეუშვებენ.
გუშინ ქუთაისიდან ჩასულმა თემურ ცამციშვილმა ღამე კარავში, საოკუპაციო ხაზთან გაათენა. როგორც თემურ ცამციშვილმა "ნიუპრესს" განუცხადა, ამჟამად ის ბლოკპოსტთან, ჟურნალისტებთან ერთად იმყოფება. მისი თქმით, გზა პირველი ბლოკპოსტიდანაა დაკეტილი: "გუშინ აქ ადგილობრივებს შევხვდი, ახლაც აქ ვარ. შეზღუდულია გადაადგილება. სოფლებისკენ ადგილობრივებს უშვებენ, დანარჩენი პირებისთვის გადაადგილება არ არის ნებადართული", -განაცხადა ცამციშვილმა.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















