|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვერავის აზრს ვერ ავყვებით " – "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი

ქუთაისისტორპედოსახალი ლოგო და ფორმა აქვს, რომელიც   კონკურსით შეირჩა.

 კომისიამ  სხდომა ჩაატარა და კონკურსის თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ვარიანტები გამოვლინდა.

კომისიის შემადგენლობაში სხვა წევრებთან ერთად გუნდის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჩაკვეტაძე, საპატიო პრეზიდენტი ნოდარ მიქიაშვილი,  მწვრთნელი გიორგი დარასელია, მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი - ვაჟა ჯუღელი,    იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ვალერი მანაგაძე იყვნენ. 

მოცემული პირობების გათვალისწინებით, კონკურსზე წარდგენილ იქნა ლოგოს 16 ვარიანტი და ფორმის 6 ვარიანტიწევრებმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გამარჯვებულად გამოაცხადეს კონკურსზე წარმოდგენილი ლოგოს #12 ვარიანტი და მაისურის #6 ვარიანტი, რომელთა ავტორი აღმოჩნდა - სოსო ბაბუნაშვილი. მას გადაეცეს თითოეულ ნომინაციაში გათვალისწინებული საპრიზო თანხა - 150 ლარი(ჯამურად 300 ლარი).

თუმცა ახალი ლოგო და ფორმა გულშემატკივართა უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მათთვის ახალი ფორმა და ლოგო მიუღებელი აღმოჩნდა.

 გულშემატკივართა განცხადებას არ ითვალისწინებს აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჩაკვეტაძე. მისი განმარტებით, გუნდს სჭირდებოდა ახალი ფორმა, რომ თავისი სახე მიეღო, ამისთვის შეირჩა საუკეთესო ვარიანტი და ერთი–ორი გულშემატკვივრის გამო მის შეცვლას არ აპირებენ.

 "დავიწყოთ იმით, რომ ნამდვილი გულშემატკივრები  ესწრებოდნენ სხდომას და არჩეული დიზაინი მათაც მოიწონეს. "ტორპედოს" სჭირდებოდა ახალი სახე, გამოცხადდა კონკურსი. გადავწყვიტეთ აქცენტი ქუთაისის დროშის ფერებზე გაგვეკეთებინა, ამიტომ  ფორმა და ლოგო არის ლურჯ, მწვანე და ოქროსფერ ფერებში, რასაც თავისი დატვირთვა აქვს. ეს არის საბოლოო სახე, ვისაც რა უნდა ის თქვას, ვერავის  ავყვებით და მიღებულ ფორმას ვერ შევცვლით. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს. გვინდა, რომ "ტორპედოს" ფორმა, ქუდი და სხვა აქსესუარები გავყიდოთ და მეტი პოპულარიზაცია მოვახდინოთ"–განაცხადა ზურაბ ჩაკვეტაძემ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა