|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სასმელი წყალი შემოწმდა

ქუთაისის მომხმარებელთა დახმარების ცენტრს  მოქალაქე ნიკეას ქუჩიდან დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში სასმელი წყლის შემოწმება ითხოვა.

2015 წლის 6 ივლისს, მომხმარებელთა დახმარების ცენტრისა და ლაბორატორიის წარმომადგენლებმა აიღეს ონკანის წყლის ნიმუშები მომხმარებლის საცხოვრებელ ბინაში. წყლის მიკრობიოლოგიური და მოკლე ქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით, წყლის ყველა პარამეტრი ნორმას შეესაბამება.

 შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მომხმარებელთა დახმარების ცენტრი ლაბორატორიულად შეამოწმებს ნებისმიერ საეჭვო სასურსათო პროდუქტს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე.



წყარო:www.mkidveli.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა