"ცენტრალური მოედნის გადაკეტვა ტრანსპორტის პარალიზებას გამოიწვევდა"
ქუთაისის მერია "რუსთვი 2"-ის ჩაშლილ კონცერტზე განცხადებას ავრცელებს და მიზეზებზე საუბრობს. ,,რუსთავი 2“-ს ცენტრალური მოედნის გადაკეტვაზე შემდეგი მიზეზების გამო ეთქვა უარი:
,, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე მოწოდებულ სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი- 2” ის 2015 წლის 13 ივლისის №1266-15 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და მიმდებარე ქუჩების მონაკვეთებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ქუჩების შეკეთებითი და მოპირკეთებითი სამუშაოები, ასვე ცენტრალურ მოედნამდე მისასვლელი ზოგიერთი ქუჩის მონაკვეთზე დაწყებულია მოსახლეობის სასმელი წყლისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის მასშტაბური პროექტების მშენებლობა. ყოველივე ამის გამო საგზაო მოძრაობის ნაკადი, ძირითადად გადის ცენტრალური მოედნის გავლით, რითაც უზრუნველყოფილია ქალაქის მოსახლეობის, ავტობუსებითა და სამარშრუტო მიკროავტობუსებით გადაადგილება. ამდენად, ამ ეტაპზე დაიტვირთოს ცენტრალური მოედანი სხვადასხვა ღონისძიებებისა და კონცერტების გასამართად და ამისათვის ჩაიკეტოს ქალაქის ეს პერიმეტრი მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია,"- ნათქვამია მერიის წერილში. განცხადებაში მერია განმარტავს, რომ თითქოს კონცერტის გამო მოხდა გზის დაკეტვა მცდარია. "გვინდა გავასაჯაროოთ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მომართვა, რომელიც წყლის სამუშაოებთან დაკავშირებით თბილისის ქუჩის გადაკეტვას 9 ივლისს ითხოვდა. აღნიშნული ქუჩა დაიკეტა მითითებულ დროს. თბილისის ქუჩაზე მიმდინარეობს წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც კომპანია ,,კობრა“ აწარმოებს", - ნათქვამია განცადებაში.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქში მერიის კულტურის სამსახურის მიერ დაგეგმილი კონცერტებიც მიმდინარე სამუშაოების გამო გადაიდო.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















