"არა ოკუპაციას!"- ქუთაისში აქცია გაიმართა
"არა ოკუპაციას!"- ქუთაისში ხურვალეთთან მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს. აქციის წევრებმა მეზობელი რუსეთის პოლიტიკა დაგმეს და ხელისუფლებას სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდეს. აქციას ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" გაუწია.
"მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ პუტინის რუსეთი არ არის ჩვენი მეგობარი. დაახლოებით 500 მეტრითაა დაცილებული ავტობანიდან საზღვარი და საფრთხე ნებისმიერ დროს არსებობს. შესაძლოა, ავტობანზე აღმოჩნდეს რუსული ჯარი და მოხდეს ქვეყნის გაყოფა. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი დაანებოს რუსურ პოლიტიკას და გააკეთოს ყველაფერი პრობლემის გადასაჭრელად", - განაცხადა "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა გია გოქაძემ.
ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებენ მოქალაქეები.
"გვინდა გავაჟღეროთ ჩვენი პროტესტი - "არა ოკუპაციას!", ხალხში უნდა გაჩნდეს პროტესტის გრძნობა, ლამის ცენტრალურ მაგისტრალთან მოვიდა რუსის ჯარი", - განაცხადა ირაკლი გვალიამ.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















