მესხიშვილის თეატრი ხანძარს უვნებლად გადაურჩა
მესხიშვილის თეატრის პირველ სართულზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება უმოკლეს დროში მოხდა. შენობასთან სახანძრო - სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მივიდა.
თეატრის ტექნიკური მენეჯერის, გიორგი ფუთურიძის განცხადებით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი მნიშვნელოვანი არ იქნება: "ცეცხლი გაჩნდა შენობის ერთ ოთახში, რომელსაც საკუჭნაოდ ვიყენებდით. იქ იყო უსარგებლო, რემონტის დროს მორჩენილი ნივთები. ამ ოთახში ღირებული არაფერი ინახებოდა. საბედნიეროდ, ხანძარი დროულად ჩააქრეს",-განუცხადა ფუთურიძემ "ნიუპრესს".
რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამის დადგენას გამოძიება შეეცდება.
ავტორი: ირინა მაკარიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















