სიმულაციური თამაში "პოლიტიკური პარტია" დაიწყო
RICDOG ოფისში პროექტის „პოლიტიკური პარტია“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტში ჩართული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, სამთავრობო-არასამთავრობო, მედია სექტორი და პროექტში მონაწილეობით დაინტერესებული ახალგაზრდები.
შეხვედრაზე საუბარი იყო „პოლიტიკური პარტიის“ მიზნებსა და ამოცანებზე, 6 თვიან გეგმებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.
„დღევანდელ შეხვერაზე მოწვეულ სტუმრებთან უკვე პირისპირ გავიარეთ პროექტის მიზნები. 6 თვის განმვალობაში პროექტში ჩართული 30 მონაწილე სიმულაციური გზით, პრაქტიკულად შეისწავლის და გამოიმუშავებს ყველა იმ საჭირო უნარ-ჩვევას, რაც აუცილებელია არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურებსა და ამომრჩევლებთან მუშაობისთვის საჭირო ცოდნისთვის“,- აცხადებს პროექტის კოორდინატორი გვანცა თოთაძე.
ამ ეტაპზე უკვე ჩართულია 6 პოლიტიკური პარტია, ახლა კი მიღება გამოცხადებულია მათთვის, ვინც არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და არ არის პოლიტიკური პარტიის აქტივისტი.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „პოლიტიკური პარტია“ 6-თვიანია და მისი მიზანია რეგიონში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთების წევრებისთვის არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურების მიმართ ცოდნის ზრდა და ამომრჩევლებთან მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა. გარდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა, პროექტში ასევე ჩართული იქნებიან 6 არაპოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.
პროექტი "პოლიტიკური პარტია" არის სიმულაციური თამაში, რომლის განმავლობაში მონაწილეები ქმნიან სიმულაციურ პოლიტიკურ პარტიებს, განსაზღვრავენ მის იდეოლოგიურ პლატფორმას, იმიჯს, სტრუქტურას, სტრატეგიასა და საარჩევნო პროგრამას, რათა მოხვდნენ პარლამენტში. მონაწილეები ასევე ქმნიან საპარლამენტო არჩევნების სიმულაციას, რომლის განმავლობაში ატარებენ პარტიის ყრილობებს, საარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან, მონაწილეობენ დებატებსა და საარჩევნო შეხვედრებში, იზიდავენ ამომრჩევლებს და ა.შ. პოლიტიკური პარტია, რომელიც უმეტეს ადგილებს დაიკავებს პარლამენტში, ცხადდება გამარჯვებულად და გუნდს გადაეცემა სამახსოვრო პრიზი. გარდა ამისა, პროექტში ჩართული პირები მონაწილეობას მიიღებენ ორ ბანაკში.
თუ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა პროექტში "პოლიტიკური პარტია", მაშინ არაუგვიანეს 20 ივლისისა, თქვენი პირადი მონაცემები (CV) და სამოტივაციო წერილი უნდა გადააგზავნოთ RICDOG ოფიციალურ მაილზე: ricdog@live.com.
სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” (RICDOG) პროექტს „პოლიტიკური პარტია“ ახორციელებს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















