|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში ჰაერის მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა

ზესტაფონში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სადგური გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გახსნეს. თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემა კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ინიციატივით დამონტაჟდა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის რეგულარული მონიტორინგის საშუალებას იძლევა. მსგავსი ტიპის სადგური საქართველოში სულ ხუთ ადგილას ფუნქციონირებს, ორი მათგანი იმერეთში, ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში არის განთავსებული. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანაც მოინახულეს და იქ არსებულ სამუშაო პირობებს გაეცნენ. ქარხანაში უახლოეს მომავალში არსებული ფილტრები მაღალი კატეგორიის გამწმენდი ფილტრებით ჩანაცვლდება. კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელობამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტს სპეციალური დანიშნულების მანქანა გადასცა საჩუქრად. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომანქანა ქალაქში სუფთა ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა