|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმრო შენდება

საპარტნიორო ფონდმა და "კაპიტოლ ჰოლდინგმა" ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ქუთაისში ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. პირველ ბრენდირებულ სამვარსკვლავიან სასტუმროს  დეველოპმენტს  კომპანია "best western international"–ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია "სიმეტრია" განახორციელებს. პროექტის თანამონაწილე 1.4 მლნ აშშ დოლარით "კაპიტოლ ჰოლდინგია". სასტუმროს ღირებულება სამი მილიონი დოლარია. მისი მშენებლობაც 2017 წელს უნდა დასრულდეს.  

სასტუმრო, რომელიც "თეთრ ხიდთან" შენდება,  ორმოცნომრიანი იქნება.

სასტუმროს მშენებლობას საძირკველი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და "კოპიტალ ჰოლდინგის"  აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ ჩაუყარეს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმრო იხსნება, რომელიც როგორც ქალაქის, ასევე ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა