|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრემიერმა წყალტუბოში ბალნეოლოგიური დაწესებულება გახსნა

პრემიერმა წყალტუბოში N2 ბალნეოლოგიური დაწესებულება გახსნა. კომპლექსის მშენებლობაზე 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. დასაქმებულია 35 ადამიანი. კომპლექსის მშენებლობა 10 თვეში დასრულდა. "გავხსენით სამკურნალო, ბალნეოლოგიური ცენტრი. მინდა მადლობა გადავუხადო ბადრი კაკაბაძის ოჯახს. დასაქმდნენ ადგილობრივები. მინდა აღვნიშნო, რომ წყალტუბო იბრუნებს იმ ფუნქციას, რაც მას საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა"- განაცხადა პრემიერმა.
ბალნეოლოგიური ცენტრის გახსნას ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო: "წყალტუბოს გააჩნია უნიკალური ბალნეოლოგიური პოტენციალი. მიხარია, რომ დღეს ეს ცენტრი გაიხსნა. ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ მეტად განვითარდეს წყალტუბო, რაც მნიშვნელოვანია მთლიანად ჯანდაცვის სისტემისათვის", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
 წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, წყალტუბოს გამგებლის თქმით, ამ დრომდე  ქალაქში ჯამში 50 მილიონ ლარამდე თანხაა დახარჯული.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა