|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში 20-მდე სანატორიუმი იყიდება

წყალტუბოში სანატორიუმები იყიდება, ამის შესახებ დღეს პრემიერის ვიზიტისას განაცხადეს. ელექტრონულ აუქცონზე 20-მდე სანატორიუმია გატანილი. მათ შორისაა სანატორიუმი "მეტალურგი", "ივერია" და "მეშახტე".
"სახელმწიფო, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, წყალტუბოში 38 მილონს ხარჯავს. მე ვიცი, რომ ინვესტორებს აქვთ სერიოზული გეგმები. ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო სანატორიუმების გაყიდვა. ერთ-ერთი არის "მეშახტე", სადაც ხუთვარსკვლავიანი კოპლექსი გაკეთდება. მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება", - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. წყალტუბოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა წყალტუბოს გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა: "ამ დრომდე წყალტუბოში 50 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს თანხა შიდა კომუნიკაციების მოწესრიგებასა და სხვა სამუშაოებზე განაწილდა. უნდა გაიყიდოს სანატორიუმები. გვაქვს 22 სანატორიუმი, აქედან ერთს - "წყალტუბო სპა რესორტი" ყავს მფლობელი და ფუნქციონირებს", - განაცხადა კონსტანტინე მამისეიშვილმა. "წყალტუბო სპა რესორტი" 2011 წლის ივლისში გაიხსნა ოთხვარსკვლავიანი კომპლექსია. კონსტანტინე მამისეიშვილის თქმით, სანატორიუმების ნაწილში დღემდე არიან დევნილები, მაგრამ აშენდება კოტეჯები და მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა