ქუთაისში "თავისუფალი ზონის" სხვა წევრებიც დააკავეს
პრემიერთან მომხდარი ინციდენტი ქუთაისის მერიასთან
გაგრძელდა. "თავისუფალი ზონის" წევრებმა მათი წარმომადგენლის დაკავება
მერიასთან აქციით გააპროტესტეს.
"ჰაკიმ ფაშა, გადადექი!"–სკანდირებდნენ აქციის წევრები და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა სხვა წევრებიც დააკავეს. მათი განცხადებით, მათი დაკავება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ პრემიერთან ხმის ამოღება გაბედეს და საქართველოს დროშა ააფრიალეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, "თავისუფალი ზონის" წევრებზე გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მიზეზით 166–ე და 173–ე მუხლებით არის აღძრული, რაც ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















