"ასეთი ქმედებები სახელმწიფოს სიკეთეს ვერ მოუტანს"
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "თავისუფალი ზონის" და "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები ანტისახელმწიფოებრივად შეაფასა. მისი თქმით, ისინი მოსახლეობას ძაბავენ: "ისინი პროვოკაციული ქმედებებით ვერაფერს მიაღწვევენ. ისეთი ავანტიურისტები, როგორებიც არიან ანდრო ბარნოვი და სხვები, ძაბავენ მოსახლეობას. ეს ადამიანები არიან ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნეები. ომში, როცა ხალხი იბრძოდა, ისინი გამორბოდნენ იქედან. ჩვენთვის მთავარი არის, რომ მთავრობა აგრძელებს კონსტრუქციულ მუშაობას. განსაკუთრებით ოლიმპიური თამაშების წინ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ეს არის დასჯადი. მე მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ ასეთი ქმედებები სახელმწიფოს სიკეთეს ვერ მოუტანს",- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ქუთაისში ინციდენტი მოჰყვა.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















