"თავისუფალი ზონის" წევრები იმერეთის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს
პრემიერის ქუთაისში ყოფნის დროს მომხდარი ინციდენტისას დაკავებული "თავისუფალი ზონის" აქტივისტი ნიკოლოზ ნარსია გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაცით, ნარსიას სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. სხვა აქტივისტები ამ დროისთვის დაკავებულები არიან. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კოტე რატიანი აცხადებს, დანარჩენი წევრები ექვს საათამდე, ვიდრე მორიგე მოსამართლე სამუშაოს დაასრულებდა, საპატრულო პოლიციასთან, მანქანაში ჰყავდათ გამოკეტილი და მათთან მიახლების საშუალებას არავის აძლევდნენ. ამჯერად კი იმერეთის პოლიციის სამხარეო სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც ორშაბათამდე მოუწევთ დარჩენა.
შეგახსენებთ, ქუთაისში პრემიერის ვიზიტისას "თავისუფალი ზონის" წევრმა ნიკა ნარსიამ ირაკლი ღარიბაშვილს "ჰაკიმ ფაშა" უწოდა, სხვებმა კი მერიასთან აქცია გამართეს, რის გამოც დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















