|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირება გრძელდება

იმერეთში მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირების პროცესი გრძელდება. 

საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური მაგისტრალი უკვე გაკეთდა და ამ ეტაპზე სოფლების დაქსელვა მიმდინარეობს. 
მოსახლეობა ბუნებრივი აირის საკუთარ ოჯახებში შეყვანას შეღავათიანი პირობებით, 150 ლარად შეძლებს. 
სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გაზით 500 - ზე მეტი ადგილობრივი ისარგებლებს. პროექტი საქართველოს გაზის ტრანპორტირების კომპანიამ განახორციელა და მასზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 
ბუნებრივი აირი შავაძეების ოჯახში პირველად საზეიმო ვითარებაში იმერეთის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აანთეს. 
სოფელ ხვანში გაზიფიცირება ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოადგენდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა