|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მცოცავი ოკუპაცია ქუთაისში აქციით გააპროტესტეს

"მონიტორინგის ცენტრმამედიატორმა"  რუსეთის მიერ მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა. ორგანიზაციის წევრებმა საპროტესტო აქცია ქუთაისში პარლამენტის წინ გამართეს.

აქციის მონაწილეები რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შეჩერებას ითხოვდნენ.

"ჩვენს მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა რუსეთის მიერ მცოცავი ოკუპაციის შეჩერება და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა. ამიტომ შევიკრიბეთ აქ და გავაპროტესტეთ მცოცავი ანექსია"–განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მედეა კახიძემ.

აქციას  "BMW Club Georgia –ქუთაის"-ის წევრები და რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა