|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "თავისუფალი კინოჩვენებები" დაიწყო

ქუთაისში თავისუფალი კინოჩვენებები დაიწყო. ფილმები ყველა ასაკის მაყურებლისთვისაა გათვალისწინებული. პროექტს "აჰუაჰუ - ფონდი კულტურის განვითარებისთვის" ახორციელებს. "თავისუფალი კინოჩვენებები აერთიანებს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ კინომოყვარულებს. პროექტის მიზანია კინოს პოპულარიზაცია. ეს არ იქნება მარტო კინოჩვენება, არამედ შემდეგ მოხდება განხილვაც. მოეწყობა დისკუსიები სოციალური და საზოგადოებრივი თემების ირგვლივ,"- განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა ანა ლომიძემ. პირველი კინოჩვენება ბარ-რესტორან "დეჟავიუში" მოეწყო. მომდევნო სეანსების ჩატარების ადგილს ორგანიზაცია თავის ვებ გვერდზე დაანონსებს.
პროექტში ქუთაისის გარდა თბილისი, გორი თელავი, ამბროლაური, დმანისი, მარნეული, ხარაგაული, ოზურგეთი, ბათუმი, ახალციხე, ზუგდიდი და მესტიაა ჩართული.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა