|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სალომე ჯავახაძე და ნატო ქუთათელაძე გინების გამო 500 ლარით დაჯარიმდნენ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში „თავისუფალი ზონის“ ორი წევრი სალომე ჯავახაძე და ნატო ქუთათელაძე ადმინისტრაციული სასჯელით 250–250 ლარის ოდენობით დააჯარიმეს,ხოლო მირიან დეისაძე უდანაშაულოდ ცნეს. სასამართლო პროცესზე საპატრულო პოლიციამ ფირი წარადგინა, სადაც კანონდამრღვევები იგინებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალაქის მერს.

სხდომას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელები ესწრებოდნენ. ყოფილი მერის გია თევდორაძის განმარტებით, გუშენდელი ინციდენტი ნიშანდობრივია, მისი თქმით, ხელისუფლება არაერთგვაროვნად ფიქრობს.

„დღევანდელი ხელისუფლება ინტერესდება მოქალაქით,რომელიც პრემიერთან შეხვედრისას შლის ეროვნულ დროშას ამ დროს არ აინტერესებს ხურვალეთში გადმოსული  ოკუპანტების ქმედება  ოკუპანტების, რომლებიც ხსნიან საქართველოს ეროვნულ დროშას. ის პროტესტი,რომელიც „თავისუფალი ზონის“ მიერ იყო გამოთქმული აბსოლუტურად ადეკვატურია“,-განაცხადა გია თევდორაძემ.

კანონდამრღვევები განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებენ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა