|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყლის მრიცხველების დამონტაჟების საფასურს მოქალაქეები არ გადაიხდიან

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, წყლის ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟების წესი შეიცვალა. თუ აქამდე სახლში მრიცხველის დამონტაჟებისთვის მოქალაქეები 100 ლარს იხდიდნენ, ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასთან დაკავშირებული თანხების გადახდა კომპანიების ვალდებულება ხდება, - ამის შესახებ გადაცემა "მოამბეში" სემეკ-ის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ განაცხადა. როგორც „სემეკის“თავმჯდომარემ აღნიშნა, გამანაწილებელი კომპანიის ვალდებულებაა საყოფაცხოვრებო მომხარებლების კუთვნილ სახლამდე წყალმომარაგების ქსელის მიყვანა და მრიცხველის დამონტაჟება, შიდა გაყვანილობაზე კი აბონენტმა უნდა იზრუნოს. 

მილორავას განმარტებით, ცვლილება იმოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, რადგან ეს არის ნორმატიული აქტი და შეეხება წყალმომარაგების ყველა ლიცენზიანტს. 
„მომსახურების ხარისხი ამ სექტორში ჯერ კიდევ დაბალია. სწორედ ამიტომ, კომისიამ აპარატის დონეზე დაამთავრა მუშაობა და შეიმუშავა მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით წესები, ასეთი წესი ჩვენ გვაქვს ენერგეტიკულ სექტორში და განსაზღვრავს კომპანიის კონკრეტულ ვალდებულებებს მომხმარებელთან მიმართებაში. მათ შორის არის აბონენტების დროული ინფრომირებულობა, როდესაც გეგმიური რემონტების გამო ხდება სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტა. არის ასევე ცხელ ხაზთან დაკავშირებული მოთხოვნები. ჯერ-ჯერობით ჩვენ საჯარო ადმინისტაციული წარმოება ამ დოკუმენტთან დაკავშირებით არ დაგვიწყია, მაგრამ დავიწყებთ ამ თვის ბოლომდე. კომპანიებისთვის დაახლოებით 8 სტანდარტი გვაქვს დაწესებული. ეს არის საერთო და გარანტირებული სტანდარტები
“, - ამბობს ირინა მილორავა

სემეკი მომავალ კვირას  “ენერგოპროსა“ და “თბოელექტროსადგურების“ განცხადებებს განიხილავს, ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, სემეკის თავმჯდომარის თქმით, განხილვა კომისიაში ოთხშაბათს არის დაგეგმილი.

 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა