|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე,  გარე მოვაჭრეების წინააღმდეგ აქცია  მოეწყო.  პროტესტს  მსხვილი კომპანიები, სავაჭრო ცენტრები "გრანდ მოლი", "იმერეთი" და ე.წ. "მწვანე ბაზრის" მოვაჭრეები გამოთქვამენ. ისინი გარემოვაჭრეების დაჯარიმებას ითხოვენ, მათი თქმით, გარე მოვაჭრეების გამო დიდი პრობლემები ექმნებათ.

"ვერ ვყიდით ვეღარაფერს გარე მოვაჭრეების გადამკიდე.  ვიხდით გადასახადებს და ფაქტიურად, ქუჩაში ვრჩებით. ვეღარაფერს  ვიღებთ, ტყუილად ვშრომობთ და ტყუილად გვყავს მიტოვებული ოჯახები. ისინი კი არაფერს არ იხდიან. ამდენი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა და შევიდნენ შიგნით, მარტო ჩვენ რატომ უნდა ვიხადოთ ფული, ისედაც არაფერი გვრჩება?",-განაცხადა  მალვინა ქურასბედიანმა.

მოვაჭრეებს  ქალაქის ვიცე მერი  ნოდარ  მიქიაშვილი შეხვდა. ის მათ სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, მოვაწრეები აქციიას მერიის წინ  აგრძელებენ.

მოვაჭრეების განცადებით, აქციები გაგრძელდება, სანამ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.


ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა