|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მერს კაბინეტში აღარ ვეახლებით"–მოვაჭრეები

გარევაჭრობით უკმაყოფილო მოვაჭრეებმა ჭავჭავაძის გამზირიდან მერიის წინ გადმოინაცვლეს. ისინი მერთან შეხვედრას ითხოვენ. მოვაჭრეების განცხადებით, გარევაჭრობის გამო მათ მუშაობა აღარ აქვთ, ადგილობრივი ხელისუფლება კი მათი პრობლემებით არ ინტერესდება.

"ჩამოვიდეს მერი და შეგვხვდეს, გაიგოს, რას ვითხოვთ. სირცხვილია, რაც ქალაქში ხდება, სურსათი და ძაღლები ერთად არის ქუჩაში, ამას მერი ვერ ხედავს?"–აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მოვაჭრეებთან მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია ჩავიდა. ჯავახიამ ექვს მოვაჭრეს შესთავაზა მერთან შესვლა, რამაც მოვაჭრეების უკმაყოფილება გამოიწვია.

"შოთა მურღულიას კაბინეტში აღარ ვეახლებით! ჩამოვიდეს და გაიგოს რას ვითხოვთ. კაციჭამიები კი არ ვართ",–განაცხადეს მოვაჭრეებმა მერის მისამართით.

იმ შემთხვევაში თუ მურღულია მოვაჭრეებთან შესახვედრად არ ჩავა, აქციის მონაწილეები მას კარის აჭედვით ემუქრებიან. მერიის წინ მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ჯგუფი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა