დატბორილი ქუჩები
გელათის ქუჩის პირველ შესახვევში რამდენიმე დღეა დაზიანებული სანიაღვრე არხიდან წყალი გადმოდის და ქუჩაში იღვრება. წყალი გაპონოვის ქუჩაზე ჩამოდის, სადაც ებრაელთა
სალოცავი მდებარეობს და რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს. ადგილობრივი თამუნა ჯოხიას განცხადებით, წლებია სანიაღვრე არხი დაზიანებულია, თუმცა ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.
"მერიას მივმართეთ და ჩვენ არ გვეხებაო, წყალკანალს მივმართეთ და ჩვენი პრეროგატივა არ არისო, რა ვქნათ ჩვენ ვის უნდა მივმართოთ? რამდენიმე ოჯახს ეზოში შეუდის წყალი. ახლა განაცხადეს მთლიანი ქუჩის რეაბილიტაცია უნდა მოხდესო, გამოდის სამუშაოების დასრულებამდე ამ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ"–განაცხადა თამუნა ჯოხიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















