|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის განვითარების გეგმის შემუშავებაში მოსახლეობაც ჩაერთვება

ქუთაისის მერია სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების აქტიურ ეტაპზე გადადის. გეგმის შემუშავებაში აქტიურად ჩაერთვებიან მოქალაქეები, რისთვისაც მათი პროექტი "სამოქალაქო ფორუმი" იწყება. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა საშუალებებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირონ. მოხდება მათი იდეების, სურვილების, წინადადებების, რეკომენდაციების სისტემატიზაცია და ანალიზი.

მოქალაქეების ჩართვის მიზნით კამპანია დღეს დაიწყო. ტერიტორიული მართვის ყველა ორგანოში მოქალაქეთა გამოკითხვა მოხდება. მოსახლეობა ქალაქის განვითარების მისეულ ხედვას წარმოადგენს.

"საქალაქო ფორუმში ჩართულია მერიის 50 თანამშრომელი. ჩვენი წარმოამადგენლები მოახდენენ ანკეტირებას და მოსახლეობის სურვილების სისტემატიზაციას. მათი რჩევები გათვალისწინებული იქნება ქუთაისის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში",–განაცხადა მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა