|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტში უფასო მიმართულებით 970 ადგილია

სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 21 სპეციალობაზე სტუდენტთა სწავლის სრული კურსი (4 წელი) ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ჩამონათვალში წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიც არის, სადაც უფასო მიმართულებებისთვის 970  ადგილი გამოიყო. წელს 8 უნივერსიტეტში სულ 5 653 ადგილია გამოყოფილი.

სახელმწიფოს მხრიდან პროგრამულ დაფინანსებას შემდეგი უნივერსიტეტები მიიღებენ:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 1225 ადგილი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 1 900 ადგილიილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 310 ადგილი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 970 ადგილი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 460 ადგილი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 200 ადგილი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 228 ადგილი; სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 360 ადგილი.

პრიორიტეტული მიმართულებების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

აგრარული მეცნიერებანი: აგრონომია; ვეტერინარია; მეცხოველეობა; სასურსათო ტექნოლოგია; სატყეო საქმე.

განათლება: განათლების მეცნიერებები; მასწავლებლის განათლება.

ინჟინერია: საინჟინრო ფიზიკა; ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; მშენებლობა; აგროინჟინერია.

მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი: მათემატიკა; ფიზიკა; ქიმია, ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებები

სოციალური მეცნიერებები: ეკონომიკა.

ჰუმანიტარული მეცნიერებანი: ისტორია; ფილოლოგია; ფილოსოფია.

მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები: არქიტექტურა; არქეოლოგია.

 

პროგრამული დაფინანსება გაიცემა 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა