ხვალიდან გარემოვაჭრეები დაჯარიმდებიან
მიუხედავად
მოვაჭრეების განცხადებისა, რომ მერს კაბინეტში არ ეახლებოდნენ, რამდენიმე მოვაჭრე ქუთაისის მერს კაბინეტში შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ
განაცხადეს, რომ პრობლემა მოაგვარებულია და ხვალიდან გარემოვაჭრეების დაჯარიმება დაიწყება.
“ მერმა განაცხადა , რომ მისი ვალდებულებები შესრულებულია. გადაწყდა ყველა პრობლემა, ხვალიდან გვერდში დაგვიდგება და გარემოვაჭრეები დაჯარიმდებიან“, - განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა მოვაჭრემ ზაირა მეტრეველმა. შეხვედრის დასრულებს შემდეგ კომენტარი გააკეთა შოთა მურღულიამაც.
"გარევაჭრობა აკრძალულია გარდა შესაბამისი ნებართვის მქონე ტერიტორიებისა. ეს ბრძანება მივეცი მათ დღეს. ჩვენ არ გვქონდა დაჯარიმების უფლება, მაგრამ საპატრულო პოლიციასთან თანამშრომლობით ხვალიდან დაჯარიმება დაიწყება"–განაცხადა მურღულიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გარევაჭრობის აკრძალვის მიზნით, სავჭრო ცენტრი "გრანდ მოლი"-ს, "იმერეთი"-ს, პ. ს. ფარი "მწვანე ბაზრის" წარმიმადგენლებმა, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, აქცია გამართეს.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















