ქუთაისში პატიმრებმა თვალები და პირი ამოიკერეს
ქუთაისში, ავტოქარხანაში მდებარე ციხეში ხუთმა პატიმარმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, ასევე მათ თვალები და პირი ამოიკერეს. პატიმრების ახლობლებმა დღეს ციხესთან აქცია გამართეს.
როგორც ისინი აცხადებენ, მათი ახლობლები ციხეში უმიზეზოდ სხედან და
მათ პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან.
საქმე ეხება გასული წლის ოქტომბერში, სოფელ ბანძაში მომხდარ ფაქტს. სამართალდამცველებმა ხუთი პირი
პოლიციელებზე თავდასხმის მიზეზით დააკავეს.
"ბიჭები ციხეში უდანაშაულოდ სხედან. რამდენიმე დღე შიმშილობდნენ, გუშინ კი, როგორც გავიგე, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირი და თვალები ამოიკერეს. მივმართავთ მათ,
შეწყვიტონ ამგვარი პროტესტი, რადგან ამით საკუთარ თავს ვნებენ"–განაცხადეს
აქციის მონაწილეებმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















