მერიის მიერ 5 750 000 ლარის კრედიტის აღებას აპროტესტებენ
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისში ახალი ტურისტული ცენტრის აშენებას აპროტეტსებს. მისი თქმით, მერია 5 მილიონ 750 ათასი ლარის ვალის აღებას აპირებს, ამ თანხაში შედის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა, რაც მისი აზრით, დანაშაულია.
"მერია გეგმავს 5 მილიონ 750 ათასი ლარის ვალის აღებას. რომლითაც უნდა გაკეთდეს ილია ჭავჭავაძის სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ამაზე პრობლემა არ გავქვს. ისევე, როგორც სხვა მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაზე, მაგრამ საუბარია ახალი ტურისტული ცენტრის მშენებლობაზე. იმ დროს როცა აშენებულია ტურისტული ცენტრი, ახლის მშენებლობა დანაშაულია. კრედიტს, რომელსაც მერია აიღებს მოსხლეობამ უნდა გადაიხადოს. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას დავდგეთ მერიასთან და არ მივცეთ ამის უფლება", - განცხადა გოგი წულაიამ.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















