სექტემბრიდან მედიკამენტებზე ფასების დაწევა იგეგმება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების მნიშვნელოვანი დაწევა მოხდება. მისივე თქმით, 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების მნიშვნელოვანი დაწევა არანკლებ 50%-ით მოხდება.
"მომავალი წლისთვის უნდა შევძლოთ რომ 1000-ზე მეტი დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე, მნიშვნელოვნად დავწიოთ ფასები. ამისთვის ორი რამ არის საჭირო: თავიდან იყოს აცილებული ექიმების მიერ არასაჭირო წამლების გამოწერა. ეს არის ხარისხის კონტროლისა და პირველადი ჯანდაცვის ნაწილი და მეორე მიმართულებაა, კონკურენციის გაზრდა. ბაზარზე უნდა შემოვიდეს ახალი მოთამაშეები. ეს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. ამის შემაკავებელი ჯერჯერობით ერთადერთი ფაქტორია: ქვეყანას არ აქვს წამლის ხარისხის კონტროლის გამართული სისტემა და შესაბამისი ლაბორატორია. ვფიქრობ, შემოდგომისთვის ამის გაკეთებაც შესაძლებელი იქნება და ეს ორი ინსტრუმენტი ამ შესაძლებლობას მოგვცემს",- განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისი თქმით, მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების მიზნით, ამ ეტაპზე ფარმაცევტული კომპანიებისთვის წამალზე მოგების ზედა ზღვარის დაწესებას არ განიხილავენ.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















